3 კორონავირუსით გარდაცვლილი და 193 ინფიცირებული – აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება

პორტალი “oxu.az” აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 49-ით ნაკლები.

ინფიცირებულთა უფრო ნაკლები რაოდენობა აზერბაიჯანში ბოლოს 26 მაისს იყო გამოვლენილი.

 
სულ, აზერბაიჯანში 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 33 247 კაცს.
 
განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა, იმდენივე, რამდენიც გუშინ.
 
სულ, 12 მარტიდან დღემდე გარდაცვლილია 479 კაცი.
 
აზერბაიჯანში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 17524-დან 31878-მდე, 14 354-ით ანუ 82%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 213-დან 448-მდე, 235-ით ანუ 110%-ით გაიზარდა.
 
აზერბაიჯანში, ივლისში დღეში საშუალოდ 463 ინფიცირება და 7,6 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ექვსი დღის საშუალო კი 228 ინფიცირება და 5,2 გარდაცვალებაა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად