3 დღიანი პატიმრობა და 2300 ლარიანი ჯარიმა – ჟურნალისტებისა და ოპერატორების ძალადობაზე დაკავებულების სასამართლო ვერდიქტი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებული 11 პირიდან, ერთს, რომელიც ადმინისტრაცისული წესით იყო dაკავებული 2300 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ძალადობრივი აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს მოსამართლემ 2 300 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ხოლო პაატა გურჩიანს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით “ღირსების მარში” ორგანიზატორებმა გააუქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დაკავებულია 11 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

კომენტარები
იტვირთება...