3-დან 20 წლამდე შშმ ბავშვებს თბილისის მერია დასვენებას ახალი ვაუჩერული სისტემით დაუფინანსებს

3-დან 20 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს დედაქალაქის მერია საკურორტო ზონებში ახალი ვაუჩერული სისტემით დააფინანსებს, – ამის შესახებ "აიპრესთან" თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განაცხადა.

"2017 წელს 3-დან 20 წლამდე შშმ ბავშვებისთვის საკურორტო მიმართულებით ვაუჩერული დაფინანსება იქნა შემოღებული. მათ არჩევანის საშუალება ექნებათ. სურვილის შემთხვევაში შშმ ბავშვები მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიებში დაისვენებენ ან ვაუჩერული დაფინასებით მიეცემათ თანხა და თვითონ აირჩევენ სად წავიდნენ დასასვენებლად“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...