3 დაღუპული და 28 დაშავებული- ხანძარი პარიზში

დღეს დილით, პარიზის ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Le Parisien წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფრანგული მედიის ცნობით, ცეცხლი 1970-80 წლებში აშენებულ ბინაში გაჩნდა, რის შემდეგაც კიბეებზე სწრაფად გავრცელდა.
ბოლო მონაცემებით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად, ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებული არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...