3 დაღუპული და 12 დაშავებული – სროლა კალიფორნიის შტატში

კალიფორნიის შტატში, გასტრონომიულ ფესტივალ Gilroy Garlic Festival-ზე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად, მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ინციდენტის ადგილი ამ დრომდე სახიფათოდ მიიჩნევა, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაიონში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

სან-ხოსეში მდებარე საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სროლის შემდეგ, ხუთი ადამიანის ჰოსტიპალიზაცია განხორციელდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, შაბათს ადგილობრივი დროით, საღამოს “მშვიდობიან ღონისძიებაზე” სროლა მოხდა. 

New York Post-ი სამართალდამცავ ორგანოში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელებმა ცეცხლი საქველმოქმედო საღამოზე გახსნეს. ინციდენტის შედეგად, 38 წლის მამაკაცი დაიღუპა. სროლის დროს ასევე 11 ადამიანი დაშავდა – ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ინციდენტის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ეჭვმიტანილი ჯერ დაკავებული არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...