3:2 – საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პოლონეთში მასპინძლები დაამარცხა

ფუტსალში 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის შეხვედრები დაიწყო პირველი ჯგუფის გუნდებს შორის.

ჯგუფში ესპანეთის, პოლონეთის და ფინეთის ფუტსალის ნაკრებ გუნდებთან ერთად საწყის ეტაპზე Dჯგუფში გამარჯვებული საქართველოს ნაკრები მონაწილეობს.

პირველი შეხვედრა საქართველოს პოლონეთთან ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით დაიწყო: კუპატაძე (მეკარე, კაპიტანი), რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა. თადარიგში იყვნენ: ბუკია (მეკარე), გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი.

ანგარიში შეხვედრის მე-9 წუთზე თალესმა გახსნა, რასაც პოლონელებმა მე-12 წუთზე თამაშიდან, ხოლო 16 წუთზე პენალტიდან გატანილი გოლით უპასუხეს და ტაიმი მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყსში, შეხვედრის 22-ე წუთზე ფუმასამ გაათანაბრა ანგარიში, 23-ე წუთზე კი თალესმა პენალტი დარტყა ზუსტად. ეხვედრის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა მნივნელოვანი გამარჯვება იზეიმა – 3:2

ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ფინეთი დაამარცხა 4:1(3:1)

ხვალ საქართველო ესპანეთს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში საქართველო ელიტ-ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. ელიტ ეტაპზე გასული თექვსმეტი გუნდი ოთხ ჯგუფად დაიყოფა და ჯგუფებში გამარჯვებულლები პირდაპირ დაიშვებიან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ოთხი მეორეადგილოსანი კი ორმატჩიან პლეი-ოფში გაარკვევს ფინალისტთა და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ორი მონაწილის ვინაობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად