296 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ფინეთის ახალი ანტირეკორდი

ფინეთის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი განვლილი 24 საათის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ფინეთში კოვიდინფიცირების 296 შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელზე 176-ით და 4 აპრილის რეკორდულ რაოდენობაზე 25-ით მეტი.
 
სულ, ფინეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 345 შემთხვევა დაფიქსირდა, კორონავირუსით გარდაცვლილია 346 კაცი.
 
ამ დროისთვის ფინეთში კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულია 31 კაცი, აქედან 5 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.
 
ფინეთში მცხოვრები (სულ 5 543 233 კაცი) ყოველი 100000 კაციდან 205 ინფიცირებულია.
 

ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 35,5-ს. ევროპის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემების თანახმად, 8 ოქტომრისთვის ევროპის 31 სახელმწიფოს (ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და აგრეთვე, დდი ბრიტანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია) შორის ფინეთში კვიპროსის შემდეგ ყველაზე დაბალია ინციდენტობის მაჩვენებელი. გარდაცვალებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 0,05.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მონაცემების თანახმად, 6 ოქტომბერს ევროპის 11 სახელმწიფოში დაფიქსირდა ანტირეკორდი. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი (18746), ჩეხეთი (5338), ნიდერლანდები (4989), უკრაინა (4753), პოლონეთი (3003), რუმინეთი (2958), მოლდოვა (1062), სლოვაკეთი (877), ბულგარეთი (437), სლოვენია (356), ჩრდილოეთ მაკედონია (317).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...