29 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დასჯას ითხოვს

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით გუშინ ბათუმში გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედის ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, მუცლის არეში ტკივილებით პაციენტი თავდაპირველად რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მალევე სახლში გაწერეს.

29 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ ამის შემდეგ დამძიმდა.  პაციენტი მეორე დღეს კლინიკა “მედცენტრში” მიიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.  ახლობლები რეფერალურის საადამყოფოს ექიმებს დაუდევრობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, ექიმებმა დიაგნოზი არასწორად დასვეს, რასაც მდგომარეობის განწვავება მოყვა. ოჯახი საკითხის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით კლინიკა განმარტებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...