A1 ბანერი

29 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეფერალური საავადმყოფო განმარტებებს აკეთებს

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ. გარდაცვლილის დედა ნარგიზ ქათამაძე კლინიკის მედიკოსებს არასწორ დიაგნოზირებასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

რეფერალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თამარ მხატვარის განმარტებით პაციენტმა მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილებით  სამედიცინო დაწესებულებას 16 მარტს მიმართა. ექმის განმარტებით მას  დიაგნოზი ტკივილი მუცლისა და მენჯის არეში დაუსვეს. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კი პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ რეკომენდაციებით ბინაზე გაეწერა. თამარ მხატვარი ამტკიცებს, რომ აპენდიციტის დიაგნოზი კლინიკაში არ დაფიქსირებულა. მისივე განმარტებიტ სამედიცინო დაწესებულებაში საკითხს  ექსპერტიზის დასკვნის შედეგ განიხილავენ:

“პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაში იყო მოთავსებული. კლიმიკაში 16 მარტს შემოვიდა. ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა. ჩატარდა პროტოკოლით გათვალოსწინებული კველვა, რაც გულისხმობდა ემერჯენსის, გინეკოლოგისა და ქირურგის კონსულტაციას. მონიტორინგის მიზნით ქირურგიულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მეორე დღეს მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი ექიმების რეკომენდაციით გაიწერა ბინაზე. გაიცა ფორმა ასი. დიაგნოზი მწვავე მუცელი ჩვენს კლინიკაში დაფიქსირებული არ ყოფილა. დანარჩენ კითხვებს ექსპერტები უპასუხიბენ. ჩვენთან დაისვა დიაგნოზი ტკივილი მუცლისა და მენჯის არეში,” – აცხადებს თამარ მხატვარი.

ცნობისთვის გუშინ 29 წლის მელანო ფუტკარაცე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით “მედ-ცენტრში” გარდაიცვალა. მანამდე პაციენტი რეფერალურ საავდმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ კლინიკაში სწორი  დიაგნოზირება ვერ მოხდა, რამაც პაციენტის მდგომარეობა დაამძიმა და ფატალურად დასრულდა. ოჯახი ფაქტის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც  სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...