29 მაისს, სენაკის აგრარული ბაზარი განაახლებს მუშაობას

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბაჩანა ჟვანია, მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ედიკა ბერაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამმართველოს უფროს ინსპექტორებთან, თამარ თოლორდავასთან და ლევან სირიასთან ერთად, სენაკის აგრარულ ბაზარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

მოქალაქეების დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვის კუთხით, სენაკის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მითითებები მიეცათ, რომლის განხორციელებაც კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ევალებათ.

აუცილებელია, როგორც მოვაჭრეებს შორის, ასევე მომხმარებლებთან დაცული იქნეს სოციალური დისტანცია. მოვაჭრეებმა გამოიყენონ ხელთათმანები და პირბადეები, ასევე დაიცვან ჰიგიენური ნორმები.

29 მაისს, სენაკის აგრარულ ბაზარში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სექტორი განაახლებს მუშაობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად