29 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 194 ტესტი ჩატარდა და კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევათა ასეთი დიდი რაოდენობა პირველად დაფიქსირდა.
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 359 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 4 კაცი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად