29 ექიმი ვახტანგ ყიფიანს თავდებში უდგება და წინასწარი პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს

თბილისში საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ საკითხად განიხილებოდა ბრალდებული ექიმების საქმე.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სასამართლოს კიდევ ერთხელ წარედგინოს თავდებობის
წერილი და მოთხოვნილ იქნეს წინასწარი პატიმრობის გაუქმება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპისთვის დარგობრივი ასოციაციების ექსპერტებს
შეჩერებული აქვთ რეცენზიების მომზადება სხვადასხვა უწყებებისთვის და პროტესტის
ეს ფორმა შენარჩუნდება სანამ არ მოხდება ვახტანგ ყიფიანის წინასწარი პატიმრობიდან
გათავისუფლება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ის ვითარება, რაც ქვეყანაში შეიქმნა ექიმებისადმი
დამოკიდებულების კუთხით, არის მიუღებელი და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში
სამედიცინო დარგის განვითარებას.
სხდომაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. დაიგეგმოს გაერთიანების წევრების საერთო ყრილობა. ყრილობის სავარაუდო დროდ
განისაზღვროს 2020 წლის ოქტომბრის ბოლო კვირა;
2. დარგობრივმა ასოციაციებმა მოახდინონ საკუთარი წევრების მობილიზება და
წარმოადგინონ ყრილობაზე დამსწრე დელეგატების სახელობითი სია;
3. ყრილობის ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი გადაწყდება დელეგატების
რაოდენობის განსაზღვრის შემდეგ;
4. ყრილობაზე წარმოდგენილი და დამტკიცებული იქნება კონკრეტული სამოქმედო
გეგმა და საკანონმდებლო ინიციატივები, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში დარგობრივი
ასოციაციების როლის გაზრდას, რათა მათ ისეთივე როლის შესრულება შესძლონ
სამედიცინო სფეროში , რასაც პროფესიული ასოციაციები ასრულებენ სხვა
განვითარებულ ქვეყნებში.
გადაწყვეტილება დამტკიცებულია და საერთო ყრილობა შედგება შემდეგი ასოციაციების
მონაწილეობით:
1. აიპ “საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია” გიორგი ინგოროყვა
2. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” არჩილ ჩხოტუა
3. აიპ “საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია” სულხან ლომინაძე
4. აიპ “საქართველოს ქირურგთა ასოციაცია” გელა არაბიძე
a.i.p “saqarTvelos samedicino
asociaciebis gaerTianeba”
ქ. თბილისი 0177, ვაჟა- ფშაველას გამზ. N 33
www.ugma.ge
5. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია” ზაზა
ლაზარარშვილი
6. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” – თენგიზ ასათიანი
7. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” ნიკოლოზ
კინტრაია
8. აიპ “საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია” – ლადო კუჭავა, გურამ მენთეშაშვილი
9. აიპ “საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი – სტოკ” ზურაბ ხაბეიშვლი
10. აიპ “საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა” ცოტნე
სამადაშვილი
11. აიპ “საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია“ შალვა რცხილაძე
12. აიპ ,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია” კახაბერ ეცადაშვილი
13. აიპ “საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია“ გიორგი ჩიჩუა
14. აიპ „საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაცია“ -გიორგი გოცაძე
15. აიპ “ალიანსი კიბოს წინააღმდეგ” მიხეილ ჯანჯალია
16. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” გიორგი ჩახუნაშვილი
17. აიპ “საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია” თამარ ყანდაშვილი
18. აიპ ” საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია” დავით გორდელაძე
19. აიპ ” მერაბ კილაძის სახელობის საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია”
დავით აბულაძე
20. აიპ “საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია”
მალხაზ მიზანდარი
21. აიპ ” ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება” -ეკა ჭყონია
22. აიპ “საქართველოს გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია” ზურაბ
ფაღავა
23. აიპ “საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია”
-ლიკა ჯანაშვილი
24. აიპ “ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება”
მარიკა ალფაიძე
25. აიპ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია გია თომაძე
26. აიპ „რადიაციულ ონკოლოგიის ეროვნული ასოციაცია“ დარეჯან ლომიძე
27. აიპ საქართველოს სასწრაფო დახმარების ექიმთა ასოციაცია – გიორგი ვაშაკიძე
28. აიპ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია – მარინა მამალაძე
29. აიპ „პჯდ ხარისხის მართვის საკონსულტაციო ჯგუფი“ -მარინა შიხაშვილი

 

ცნობისთვის, 2020 წლის 8 აგვისტოს“რკინიგზის საავადმყოფოს” დაკავებულმა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა განცხადება გაავრცელა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 5 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “თბილისის ცენტრალური სააავადმყოფოს” (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გათავისუფლდა, ხოლო ექიმ ვახატანგ ყიფიანს და მაგდა ხოჭოლავას აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მაგდა ხოჭოლავა საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, “თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეორივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა – შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია.

პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად.

ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220¹-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია თბილისის პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად