29 დაღუპული და 1466 დაშავებული-თურქეთში, მიწისძვრის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება

თურქეთში, ძლიერი მიწისძვრიდან 24 საათის შემდეგ, საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველოს ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 29-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 1466 ადამიანი. ნანგრევებიდან, დღის განმავლობაში მაშველებმა 43 ადამიანი ამოიყვანეს.

მიწისძვრის ზონაში, ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაეპ ერდოღანი ჩავიდა. ერდოღანთან ერთად, კატასტროფის ზონაში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
ერდოღანი, მიწისძვრის დროს დაღუპული მამა-შვილის დაკრძალვას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან მიწისძვრას ეროვნული გამოწვევა უწოდა. მისივე განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები უმოკლეს პერიოდში აღმოიფხვრას. ერდორანი მოსახლეობას დაპირდა, რომ დანგრეული შენობების ადგილას, უმოკლეს დროში აშენდება ახალი სახლები და ღია ცის ქვეშ არავინ დარჩება.

„თურქეთმა, წარსულში არაერთი მიწისძვრა გადაიტანა, მაგრამ თურქი ხალხი, ყოვეთვის დიდი სიმტკიცით, წარმატებით ძლევდა ყველა სირთულეს. ნურასდროს ნუ მოუსმენთ ჭორებს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნეგატიურ პროპაგანდას. იცოდეთ, ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი პატივია იყო ამ ერის სამსახურში“,-განაცხადა ერდოღანმა..
დაკლრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დანგრეული კორპუსის მოსანახულებლად მივიდა, სადაც სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
დღესვე, თურქეთის პრეზიდენტმა დაშავებულები კლინიკებში მოინახულა. ერდოღანმა პირადად გადაუხადა მადლობა სამაშველო სამსახურის თანამშრომელს, რომელმაც ნანგრევებში მოყოლილი ქალი, ტელეფონზე განხორციელებული ზარის შემდეგ გადაარჩინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად