29-30 მარტს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

26-28 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, სანაპირო რაიონებში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 26-28 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 29-30 მარტს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად