2826 გარდაცვლილი – მსოფლიოში, კორონავირუსით დღიურად გარდაცვლილთა ამაზე მცირე ოდენობა ბოლოს 25 მარტს დაფიქსირდა

მთელ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზედიზედ ოთხდღიანი მატების შემდეგ, გუშინწინ დაწყებული კლება გუშინაც გაგრძელდა

პორტალ “worldometers.info”-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 21 მაისს მსოფლიოში 2826 კაცი გარდაიცვალა, 1357-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

მსოფლიოში ბოლოს 25 მარტს იყო დაფიქსირებული კორონავირუსით დღის განმავლობაში გარდაცვლილთა უფრო ნაკლები რაოდენობა – 2 589

განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 2836 კაციდან 1320 ანუ 46,71%, ბრაზილიის (703) და აშშ-ის (617) წილად მოდის.

კონტინენტების მიხედვით გარდაცვლილთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა – 899+882=1 781 → 63,02%

ევროპა – 569 → 20,13%
აზია – 387 → 13,69%
აფრიკა – 89 → 3,15
ავსტრალია და ოკეანეთი – 0 → 0,00%

განვლილ 24 საათში ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი – 271 ანუ 47,63% რუსეთის (127) და დიდი ბრიტანეთის წილად მოდის.

აზიაში კორონავირუსით გარდაცვლილი 387 კაციდან 214 ანუ 55,30% ინდოეთის (158) და ირანის (58) წილად მოდის

აფრიკაში გარდაცვლილი 89 კაციდან 51 ანუ 57,30% სამხრეთ აფრიკაზე (29) და ეგვიპტეზე (22) მოდის.

გუშინ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით გამორჩეულ ქვეყნებს შორისაა მექსიკა, სადაც 190 კაცი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად