28 სექტემბრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ვიდეო კონსულტაციებს გამართავს

28 სექტემბრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ფეისბუკ გვერდებზე, გაიმართება ვიდეო კონსულტაციები საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები/მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოს საკონსულო დაწესებულებების წარმომადგენლები, ონლაინ რეჟიმში უპასუხებენ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წესის, პროცედურების, ვადების და არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებს.

ვიდეო ჩართვების განრიგი ქვეყნების მიხედვით, განთავსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად