28 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა“ გაიმართება

28 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა“ გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მრავალი ტრადიციულ-კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი:

-საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და შემოსასვლელში 12:00 საათიდან დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის თითოეული კუთხის (ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი) ეთნოგრაფიული სახლი, მათი ყოფითი კულტურა, ხალხური რეწვის ნიმუშები და ტრადიციული სამზარეულო;
-ქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივებისათვის დაგეგმილია ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, რესტორნებისა და ლუდის კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია;
– ბავშვებისათვის მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი კუთხე;
– ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართება საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ავთანდილ მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა;
-ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ქალაქის ისტორიის ამსახველი კადრებისა და ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენები;.
– ქალაქის ცენტრში მოეწყობა ქართული სამოსის დეფილე და თეატრალიზებული წარმოდგენა „ილიას დუშეთი“;
– რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, შეჯიბრებები გაიმართება ქართულ ჭიდაობაში, მინი-ფეხბურთში, მშვილდოსნობასა და ჭადრაკში, ხოლო მოწვეული ოსტატები ქართულ საბრძოლო ხელოვნებას წარმოადგენენ.
– აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ცენტრალურ მოედანზე 14:00 საათიდან გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და დუშეთში სტუმრად მყოფი ლატვიური ანსამბლი “იუმისის“ მონაწილეობით.
– დუშეთის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს ოფიციალურ დელეგაციებს ლიეტუვის და ლატვიის დამეგობრებული მუნიციპალიტეტებიდან;
– დღესასწაული საღამოს საზეიმოდ დაიხურება გალა კონცერტით, რომელიც დასრულდება ფოიერვერკით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად