273 ინფიცირებული 24 საათში – აზერბაიჯანში რეკორდული რაოდენობის ინფიცირებული გამოვლინდა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 105-ით მეტი , ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმვლობაში ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა აზერბაიჯანში პირველად გამოვლინდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 5 935 შემთხვევა – 589 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 71 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,20%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 7,05

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 56 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 3 564 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 60,05%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 2 300 კაცი, მათგან 50 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 73-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 309 901 ტესტი, 30765 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად