27 თებერვალს ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის ვახტანგ ჭაბუკიანს დაბადებიდან 110 წელი სრულდება!

ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 110 წლის იუბილეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი თბილისის ბალეტის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალს მიუძღვნის. ფესტივალის ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

თბილისის ბალეტის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ვახტანგ ჭაბუკიანის ორი ბალეტი „გორდა“ და „ლაურენსია“, რომლებიც რამდენიმე წელია თეატრის საბალეტო რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. დაგეგმილია ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული მემკვიდრეობიდან კიდევ ორი შედევრის – ლუდვიგ მინკუსის „ბაიადერას“ მესამე მოქმედებიდან, საბალეტო სამყაროში „აჩრდილების“ სცენით ცნობილი ნაწილის აღდგენა და ალექსი მაჭავარიანის „ოტელოს“ სუიტის დადგმა.

ბალეტის ხელმძღვანელის ნინო ანანიააშვილის განცხადებით, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, რომლებიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებთან ერთად, იცეკვებენ ვახტანგ ჭაბუკიანის სპექტაკლებში.
თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი 2017 წელს დაარსდა და ყოველწლიურად საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად