27 მარტს საყოველთაო კათოლიკური ლოცვა და კურთხევა “ურბი ეტ ორბი” აღევლინება

რომის პაპი, მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე კათოლიკეებს მოუწოდებს საყოველთაო ლოცვისკენ მასმედიის დახმარებით. ამ ინფორმაციას ავრცელებს vaticannews.va.

22 მარტს, “უფლის ანგელოზის” ლოცვისას, პაპმა მოუწოდა კათოლიკეებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ სულიერად ჩაერთონ იმ ლოცვაში, რომელსაც იგი აღავლენს 27 მარტს, რომის დროით 18:00 საათზე.

ყველა ის ადამიანი, რომელიც მედია საშუალებით ჩართული იქნება ამ საყოველთაო ლოცვაში, მიიღებს ნაწილს იმ ინდულგენციისა, რომლის შესახებაც განკარგულება რამდენიმე დღის წინ გამოიცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად