27 აგვისტოდან ფოლკლორის ცენტრისა და ფონდი „ქართული გალობის” ორგანიზებით ზემო აჭარაში კომპლექსური ექსპედიცია მოეწყობა

27 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფოცენტრისა და საქველმოქმედო ფონდის „ქართული გალობა“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ზემო აჭარაში – ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში კომპლექსური ექსპედიცია მოეწყობა. პროექტი „ინეგოლსა (თურქეთი) და აჭარაშიმცხოვრები აჭარლების ტრადიციული ცეკვისა და საცეკვაო დასაკრავების შედარებითი შესწავლა (კომპლექსური ექსპედიცია აჭარაში)“, რომელიც ფოლკლორის ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის „შენი ფოკლორული იდეა“ გამარჯვებულია.

ექსპედიციაში ეთნომუსიკოლოგები და ქორეოლოგები იმუშავებენ თურქეთელ ქართველებსა და ზემო აჭარის უხუცეს მოცეკვავეებთან და ინსტრუმენტებზე შემსრულებლებთან ერთად (ანსამბლები „ბერმუხა“, „ხიხაძირი“, „ფესვები“,„ჭვანა“, ცხმორისელი მეხორუმეები და სხვ.), რათა მეცნიერულად აღწერონ აჭარისა და ინეგოლის ტრადიციულ აჭარულ ცეკვებსა და საცეკვაო დასაკრავებში მსგავსი-განსხვავებული ელემენტები.

ინეგოლი ეთნიკური ქართველებით დასახლებული ოაზისია, სადაც ქართული(აჭარული) ტრადიციული ცეკვა და სიმღერა დღემდეა შემორჩენილი. აქ მე-19 საუკუნის დასასრულს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს აჭარიდან გადასახლებულმა ქართველებმა 18-მდე სოფელი შექმნეს.

ამჟამად, ქალაქ ინეგოლში მცხოვრები ჩვენებურების ძირითადი ნაწილი დიდი ენთუზიაზმით ასრულებს ტრადიციულ ცეკვებს სახალხო შეკრებებსა და დღესასწაულებზე. ასევე კარგად არის შემონახული გარმონზე დასაკრავები. აქ გვხვდება ძველებური ყოლსამები და ხორუმები გადაქცეულებით, აფხაზური ცეკვა. ქალთა ცეკვა „ნარდანინა“ და სხვ.

ექსპედიციის მიზანია გაარკვიოს თუ რა ტრადიციული ელემენტები შენარჩუნდა თურქეთში გადასახლებული აჭარლების ყოფაში და – რა ფორმით. აღნიშნული პროექტი ერთგვარი გაგრძელებაა ექსპედიციის პარტნიორის, კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა (ტმკსც) და ფონდ „ქართული გალობის“ მიერ ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი თუ პრაქტიკულ შემსრულებლობაზე ორიენტირებული სამუშაოებისა, რაც 2012 წლიდან დღემდე თურქეთელი ქართველების ტრადიციული კულტურის შესასწავლად ხორციელდება (ექსპედიციები (2015, 2018), ოთხენოვანი გამოცემა „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“, პროექტი „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ და სხვ.).

პროექტის ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე პროექტში ჩართულები, არიან ქორეოლოგები უჩა დვალიშვილი და ალეკო გელაშვილი მოცეკვავეები და, ინსტრუმენტებზე შემსრულებლები ნურულლაჰ ილდირიმი ქადირ ქანდემირი და ჰასან, , ,გენჩი თურქი ქორეოლოგი იდრის ქუჩუქი და მოცეკვავე მირაი აფშარი აგრეთვე . ტექნიკური სამუშაო ჯგუფი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...