26 მაისს სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში გაიმართება ფალავნობა – ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები. ტურნირის საპრიზო ფონდია 5 000 ლარი და მასში მონაწილეობა თავისუფალია. ეს იქნება ტრადიციული ტურნირი, რომელიც ყოველ 26 მაისს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების პატივსაცემად. ტურნირის მონაწილეები და ჩასული სტუმრები გვირგვინით შეამკობენ შინდისის გმირთა მემორიალს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში გიორგი ხოჯევანიშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, სხვა ოფიციალური პირები და გულშემატკივრები.

26 მაისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები და სპორტული ფედერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, გორში (შინდისი), ახალქალაქსა და მარნეულში) მრავალ საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო, შემეცნებით-გასართობ და სპორტულ ღონისძიებას გამართავენ.

მათ შორს თბილისში, 11:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყება სპორტული პროგრამა. მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მეკლდეურობის, ბატუტის, ფარიკაობის, ძალოსნობისა
და საბავშვო ძიუდოს კუთხეები, წარმოდგენილი იქნება საბრძოლო სახეობები. სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი წარმოდგენილი იქნება სამაგიდო თამაშები – ნარდი, ჭადრაკი და გო, მოეწყობა ხელბურთის, ქუჩის კალათბურთის, რაგბის, ფეხბურთის, ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის კუთხეები, გამოიფინება სპორტული ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე კი იმოძრავებენ ჩერლიდერები. რუსთაველზე მისულ ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ინსტრუქტორების დახმარებითა და მათი უშუალო მეთვალყურეობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად