26 მაისი – სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღინიშნა

დღეს, ქვეყნის ეროვნული დღესასწაული, საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვეით ბრიგადაში, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.

სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა მიულოცეს.

ღონისძიების დაწყებამდე, მათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბრიგადის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად