26 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 235 ტესტი ჩატარდა და კოვიდინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევათა ასეთი დიდი რაოდენობა პირველად დაფიქსირდა
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 182 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან 66 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 კი გარდაიცვალა.
 
ოკუპირებულ აფხაზეთში სულ გამოვლენილი კოვიდინფიცირების 182 შემთხვევიდან 98 (53,8%) დაფიქსირებულია 1 აგვისტოს შემდეგ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად