257 ინფიცირებული 24 საათში – აზერბაიჯანი ზედიზედ მეოთხედ ამყარებს ანტირეკორდს

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

აზერბაიჯანში ზედიზედ მეოთხედ დამყარდა ანტირეკორდი – 16 მაისს დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 158-დან ჯერ 165-მდე, შემდეგ 191-მდე, გუშინ 230-მდე და დღეს კი 257-მდე გაიზარდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 5 246 შემთხვევა – 521 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 61 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,16%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 6,06

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 202 კაცი გამოჯანმრთელდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 3 327 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 63,42%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 1 858 კაცი, მათგან 58 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 68-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 294 264 ტესტი, 29 213 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად