2544 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ნიდერლანდებში ზედიზედ მეოთხედ დაფიქსირდა ანტირეკორდი

ნიდერლანდური საიტი allecijfers. nl განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ნიდერლანდებში 2544 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც 187-ით მეტია გუშინ დამყარებულ ანტირეკორდზე. ნიდერლანდებში ბოლო ოთხ დღეში ოთხჯერ, ხოლო ბოლო 10 დღეში 8-ჯერ დაფიქსირდა ანტირეკორდი.

სულ, ნიდერლანდებში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან 103 141-ჯერ დაფიქსირდა კოვიდინფიცირება.

განვლილ 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსით 16 კაცი გარდაიცვალა, 11-ით მეტი. ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, კოპრონავირუსის გავრცელების დაწყების შემდეგ გარდაცვლილია 6 312 კაცი.

საიტ allecijfers. nl-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად განვლილ 24 საათში ჰოსპიტალიზირებულია 25 კაცი.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა ნიდერლანდებში 143.7-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად