2500 ინფიცირებული ტურისტის კოლექტიური სარჩელი ავსტრიის ტიროლის ხელისუფლების წინააღმდეგ

2500 ტურისტმა, რომელთა 80% გერმანელია, ტიროლის მიწის და ავსტრიის ხელისუფლების წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანა.

ტურისტები ტიროლის მიწის და ავსტრიის ხელისუფლებას იმ დანაშაულებრივი დაუდევრობის გამო უჩივიან, რაც მათ გამოიჩინეს ისლანდიის, შემდეგ კი ნორვეგიის და სხვა ქვეყნების მიერ პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტ იშგლის და ტიროლის მხარის რისკის ზონად გამოცხადების შემდეგ 

ჯერ კიდევ წინა კვირას ინსბრუკის პროკურორმა აღძრა საქმე ამ საკითხზე. მალევე Verbraucherschutzverein-მა – ავსტრიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კავშირმა გაავრცელა განცხადება, რომ ნებისმიერს, ვინც 5 მარტიდან მოყოლებული დასასვენებლად იმყოფებოდა იშგლში და შემდეგ დაინფიცირებული აღმოჩნდა, “აქვს უფლება მოითხოვოს ტიროლის მიწის და ავსტრიის ხელისუფალთაგან ზარალის ანაზღაურება, თუ შესაბამის ანგარიშებში ან სისხლისამართლებრივი პროცესის ფარგლებში შეძლებენ მათი დაუდევრობის დამტკიცებას”
 
განცხადების გაკეთებიდან სულ რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ Verbraucherschutzverein -მა 2500 გამოხმაურება მიიღო და მან ტიროლის გუბერნატორის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანა.
 
ყველაფერი ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც რეიკიავიკში მიუნჰენიდან აფრენილი ბოინგი დაეშვა. ბორტზე ძირითადად ახალგაზრდა ისლანდიელი ტურისტები იყვნენ, ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტიდან სახლში დაბრუნებულები. კორონავირუსზე ტეტსმა მათ უმეტესობას დაინფიცირება დაუდგინა და ისლანდიის მთავრობამ დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ ტიროლის მიწა საშიშროების ქვეშ იმყოფებოდა.
 
რამდენიმე დღის შემდეგ გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ არაერთი დაინფიცირებული ადამიანი ჰამბურგიდან დანიამდე, იშგლიში ყოფნის შესახებ აცხადებდა. 7 მარტს ნოორვეგიის ხელისუფლებამ თებერვლის მეორე ნახევარში ავსტრიაში მყოფი ტურისტების ჯგუფი შეამოწმა და საგანგაშო განცხადება გააკეთა: 1198 დაინფიცირებული ნორვეგიელიდან 491 ტიროლში იმყოფებოდა, მათი უდიდესი ნაწილი კი იშგლში.
 
“სამედიცინო თვალსაზრისით, ძალიან მცირეა ალბათობა” ბარ “Kitzloch”-ში სტუმრების დაინფიცირებისა, – აცხადებდა ტიროლის ჯანმრთელობის სამსახური, თუმცა ნორვეგიელთა მიერ მტკიცებულებების წარდგენის და სოფელში პირველი ინფიცირებულის, “Kitzloch”-ის 36 წლის ბარმენის გამოვლენის შემდეგ, დაუშვეს შესაძლებლობა ბარში დაინფიცირებისა.
 
ამის მიუხედავად, ბარი მხოლოდ სამი დღის შემდეგ დახურეს, ხოლო სოფლის დანარჩენ ნაწილში, საკურორტო სეზონი ჩვეულებრივ გრძელდებოდა და საბოლოოდ მხოლოდ 15 მარტს გამოცხადდა კარანტინი.
 
ამ დროისთვის 1600-მდე მაცხოვრებლიან იშგლში დაინფიცირების 500 შემთხვევაა დაფიქსირებული, ორჯერ მეტი, ვიდრე 2 მილიონიან ვენაში. აქედან კორონავირუსი ევროპის არაერთ ქვეყანაში მოედო და იშგლი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი კერად იქცა.

https://ipress.ge/new/evropashi-koronavirusis-gavrtselebis-erth-erth-dzirithad-kerad-avstriuli-kurorti-ishgli-miichneva/

 
ტიროლის ხელისუფლებას სურდა არ ჩაეგდო ტურისტული სეზონი და მაქსიმალური მოგება მიეღო. მან დროულად არ მიიღო სასტუმროების, ბარების, კლუბების და უამრავი სხვა ობიქტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება და ახლა, კოლექტიური სარჩელის შეტანის შემდეგ, შესაძლოა ბევრად დიდი ზარალი ნახოს.
 
“სიხარბემ სძლია ადამიანების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას”, – წერს ავსტრიული Der Standard
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად