25 წლის შემდეგ სოფელ ჭუბერში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

25 წლის შემდეგ სვანეთში, სოფელ ჭუბერში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

 

როგორც „აიპრესთან“ მესტიის მუნიციპალიტეტეის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი აცხადებს: 

„გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც კომპანია „მამისონმა“ მოიგო. პროექტი ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად, ხიდის, დამცავი გაბიონებისა და მილხიდების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე ჭუბერსა და ნაკრის თემში გაკეთდება გზა. ეს არის 2 წლიანი გარდამავალი პროექტი, რომელიც 2016 წლის დეკემბერში დასრულდება. 

სვანეთში კეთდება სათხილამურო ტრასები, რომლის პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე  დასრულდება . 

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს "მამისონს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულში, 4.1 კილომეტრიანი საავტომობილო გზა დაიგება.

გზის სამშენებლო სამუშაოები 3 600 000 ლარი ჯდება", – განაცხადა ჟორჯოლიანმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...