25 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებლია 1.3 მლნ  აშშ დოლარის ღირებულების ვაშლი

2020 წლის 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, განხორციელდა 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 2 894 ტონა.  რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა  ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად