25 აპრილიდან “ხარისხის არხი” “სამეფო არხი” გახდება

“გაცნობებთ, რომ 25 აპრილიდან ტელეკომპანია “ხარისხის არხი” იცვლის ბრენდულ სახელს და ხდება “სამეფო არხი” – ამის შესახებ ინფორმაცია მაგთი TV საკუთარ მომხმარებლებს აცნობა.

ტელევიზიის დამფუძნებლის, გიორგი ასათიანის თქმით, სახელის შეცვლა დიდი ხნის განმავლობაში სურდათ.

“ეს 1999 წლიდან გვინდოდა. ჯერ ნავიგატორი ერქვა არხს, მერე დრო, მერე ხარისხის არხი, მერე დრო და მერე ისევ ხარისხის არხი. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო მონარქიული არსობრივი სტრუქტურის წარმოჩენა საზოგადოებისთვის; სიყვარულზე დაფუძნებული, ტოლერანტობაზე, ლიბერალურზე, კარგი გაგებით”, — განუცხადა ასათიანმა On.ge-ს.

კომენტარები
იტვირთება...