248 მოსამართლემ სადისციპლინო კოლეგიის 3 ახალი მოსამართლე ვერ აირჩია

სადისციპლინო კოლეგიის 3 მოსამართლე წევრის არჩევა, რომელიც საქართველოს მოსამართლეთა XIV რიგგარეშე კონცერენციაზე 2 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, 248 მოსამართლემ ვერ შეძლო. 

კანდიდატებად დასახელებული იყო თამარ ხაჟომია – 71 ხმა, ეკატერინე გაბრიჩიძე – 85 ხმა, გიორგი ტყავაძე – 163, შორენა ყაველაშვილი – 118, შალვა კაკაურიძე – 141 ხმა, ნათია ქუთათელაძე – 76 ხმა, ეკა ზარნაძე – 75 ხმა.

ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა დაწესებული ბარიერი და ვერ მოიპოვა ხმათა 2/3. რამდენიმე წუთში მეორე ტურის ფარული კენჭისყრა დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად