24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები 8 ქვეყანაში დაფიქსირდა

გუშინ დილიდან დღეს დილამდე განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მქონე ქვეყნების რაოდენობამ 60-ს მიაღწია.

28 თებერვლის 07:30 საათიდან 29 თებერვლის 07:30 საათამდე ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 83342-დან 85176-მდე გაიზარდა ანუ 1834-ით, განკურნებულთა რაოდენობა 36498-დან 39431-მდე ანუ 2933-ით, ხოლი გარდაცვლილთა კი 2858-დან 2919-მდე ანუ 61-ით.

კორონავირუსით ინფიცირება გუშინ, დილის 07:30 საათამდე, 52 ქვეყანაში იყო დაფიქსირებული, დღეს, დილის 07:30 საათისთვის, კორონავირუსით ინფიცირება 60 ქვეყანაში ფიქსირდება. პირველად დაფიქსირდა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები შემდეგ ქვეყნებში:

აზერბაიჯანი
ახალი ზელანდია
ბელარუსი
ისლანდია
ლიეტუვა
მექსიკა
მონაკო
ნიგერია

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევები დღის განმავლობაში დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში:

სამხრეთ კორეა – 909
ჩინეთი – 426
იტალია – 234
ირანი – 143
იაპონია – 20
გერმანია – 21
საფრანგეთი – 19
ესპანეთი – 16
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 6
ბაჰრეინი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია – 5
აშშ, შვედეთი, ისრაელი – 4

კორონავირუსით ინფიცირების 93,0% (79250 კაცი) მოდის ჩინეთზე, 6,2% (3813კაცი) სხვა ქვეყნებზე, ხოლო 0,8% (705 კაცი) იაპონიაში, იოკოჰამას პორტში კარანტინში მყოფ საკრუიზო გემზე.

დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებულების შემთხვევები ასეა გადანაწილებული:

ჩინეთი – 79250
სამხრეთ კორეა – 2931
იტალია – 889
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 705
ირანი – 388
იაპონია – 234
სინგაპური – 96
ჰონგ-კონგი – 94
აშშ – 64
საფრანგეთი – 57
გერმანია – 48
კუვეიტი – 45
ტაილანდი – 41
ბაჰრეინი – 38
ტაივანი – 34
ესპანეთი – 32
ავსტრალია – 25
მალაიზია – 23
დიდი ბრიტანეთი – 21
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 19
ვიეტნამი – 16
კანადა – 15
შვედეთი – 11
მაკაო – 10
შვეიცარია – 8
ერაყი – 8
ისრაელი – 7
ავსტრია, ნორვეგია – 6
ხორვატია – 5
ლიბანი, ომანი, საბერძნეთი – 4
ინდოეთი, რუმინეთი, ფილიპინები – 3
მექსიკა, ნიდერლანდები, პაკისტანი, რუსეთი, საქართველო, ფინეთი – 2
ავღანეთი, აზერბაიჯანი, ალჟირი, ახალი ზელანდია, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დანია, ეგვიპტე, ესტონეთი, ისლანდია, კამბოჯა, ლიეტუვა, მონაკო, ნეპალი, ნიგერია, სან-მარინო, შრი ლანკა, ჩრდილოეთ მაკედონია – 1

დღემდე, ჩინეთს გარეთ, ვირუსით ინფიცირებულთაგან გარდაცვლილია 89 კაცი:

ირანი – 34
იტალია – 21
სამხრეთ კორეა – 17 (ზოგიერთი პორტალის ცნობით, სამხრეთ კორეაში 13 კაცია გარდაცვლილი, ზოგიერთის ცნობით – 16)
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
იაპონია – 5
საფრანგეთი – 2
ჰონგ-კონგი – 2
ფილიპინები – 1
ტაივანი – 1

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად