24 საათის განმავლობაში მოსკოვში ინფიცირებული 212 კაციდან 102-ის ასაკი 18-დან 40 წლამდეა

ამის შესახებ ინფორმაციასთან მოსკოვის კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი შტაბი ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ, მოსკოვში დადასტურებული ინფიცირების 1236 შემთხვევიდან, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა 212 შემთხვევა.
 
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გამოვლენილ ინფიცირებულთა განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ასეთია:
8-40 წელი – 102 კაცი
40-65 წელი – 58 კაცი

+65 – 35 კაცი

ინფიცირებული აღმოჩნდა აგრეთვე 18 წლამდე ასაკის 17 პირი

 

ინფიცირებულთაგან 43 უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში იმყოფებოდა

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მოსკოვის მერმა ყველა მცხოვრებისთვის კარანტინის რეჟიმი შემოიღო და მათ საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევებში აქვთ:

სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროებისთვის და სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის პირდაპირი საფრთხის არსებობის დროს;

სამსახურში წასვლისთვის, თუ პირი ვალდებულის იაროს სამსახურში;

საყიდლებისთვის უახლოეს მომუშავე მაღაზიაში ან აფთიაქში;

შინაური ცხოველების გასასეირნებლად სახლიდან არაუმეტეს 100 მეტრის მანძილზე;

საყოფაცხოვრებო ნაგვის გადაყრის აუცილებლობისას.

მოსკოვის მერის ანალოგიურად სხვა რეგიონებმაც დააწესეს საკარანტინო რეჟიმი, ხოლო მოსკოვის მერის მიერ კარანტინის გამოცხადების წინ, რუსეთის პატრიარქმა კირილმა,  ქრისტე მაცხოვრის ტაძარში  საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას, მოუწოდა მრევლს, არ იარონ ტაძარში და დაემორჩილნონ ხელისუფლების მითითებებს.

https://ipress.ge/new/rusethis-patriarqma-moutsoda-ar-iaron-tadzrebshi/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად