24 საათის განმავლობაში, კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია 4 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა

ბოლო 24 საათის განმავლობა, კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია 181 მილიარდი აშშ დოლარიდან 177 მილიარდ აშშ დოლარზე ჩამოვიდა. Chepicap.com-ის ანალიტიკოსებმა, პორტალზე Tradingview, ციფრული ფულის ბაზრის საერთო ღირებულების ვარდნა 167 მილიარდ აშშ დოლარამდე დააფიქსირეს.

ბიტკოინის საშუალო ღირებულება კი 0,93%-ით დაეცა და 5289 აშშ დოლარი შეადგინა. Ethereum 1,80%-ით გაიაფდა და მისი ღირებულება 169 აშშ დოლარია, XRP-ის კურსი 0,30%-ით დაეცა და 0,32 აშშ დოლარი შეადგინა, Bitcoin Cash კი – 3,56%-ით და 287 აშშ დოლარი შეადგინა.

ტრეიდერი პიტერ ბრანდტი კი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მას მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტების ზრდა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე მათი მასობრივი ვარდნა. მთავარი ციფრული მონეტა შესაძლოა 5745 აშშ დოლარამდე ავიდეს, Monero – 98 აშშ დოლარამდე, Ethereum – 309 აშშ დოლარამდე, ხოლო XRP – 0,56 აშშ დოლარამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად