24 საათი ნანგრევებში-მაშველებმა 2.5 წლის გოგონას გადარჩენა შეძლეს(ვიდეო)

24 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან, 2 .5 წლის გოგონას ამოყვანა მაშველებმა, უვნებლად მოახერხეს.

საძიებო სამუშაოებისას, მაშველებმა ქალის ხმით იხელმძღვანელეს, რომელიც ნანგრევებიდან ისმოდა. ქალი პატარა გოგონას დედა აღმოჩნდა, რომელიც სამაშველო ჯგუფებს მუდმივი ხმოვანი კონტაქტით, მათი ადგილსამყოფელისკენ მიმართულებას აძლევდა. ბავშვისა და დედის გადასარჩენად, სამაშველო ბრიგადებს სპეციალური გვირაბის გაკეთება დასჭირდათ.

პატარა გოგონა და დედამისი უკვე კლინიკაში არიან და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

თურქეთში, ძლიერი მიწისძვრიდან 24 საათის შემდეგ, საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველოს ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 29-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 1466 ადამიანი. ნანგრევებიდან, დღის განმავლობაში მაშველებმა 43 ადამიანი ამოიყვანეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად