24 დეკემბერს, სამგზავრო მატარებელი “თბილისი – ქუთაისი – ოზურგეთი”, ასევე, “ხაშური – ზესტაფონი” და “ქუთაისი-საჩხერე” მიმართულებებით არ იმოძრავებს

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“მგზავრთა საყურადღებოდ! ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი – ქუთაისი – ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 – ხაშური – ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.

ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად