24 დაღუპული და 31 დაშავებული – ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთში წინასაარჩევნო მიტინგზე თვითმკვლელმა-ტერორისტმა აფეთქება მოაწყო. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

არჩევნებში ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი მონაწილეობს, რომელიც კენჭს მეორე ვადით იყრის.

”დაღუპულთა შორის, ქალები და ბავშვები არიან, დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია”, – განუცხადა სააგენტო ”როიტერს” ჩარიკარში საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა აბდულ კასიმ სანგინმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. შემთხვევის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად