23 წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს 7 ოქროს და 3 ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვთ

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გრძელდება ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი.

დღეს ბრძოლაში 60-67-72-82-97 კგ წონითი კატეგორიების ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები ჩაებნენ.

წინასწარი შეხვედრები ქართველმა მოჭიდავეებმა ასე დაასრულეს:

60 კგ
ირაკლი ძიმისტარიშილი – იჰარ დროზდი (ბელარუსი) – 8:3
ირაკლი ძიმისტარიშვილი – არდიტ ფაზლია (შვედეთი) – 6:3

ნახევარფინალში ირაკლი ძიმისტარიშვილი თურქ ქერემ ქემალთან იჭიდავებს

67 კგ
გიორგი კურტანიძე – მატეუშ რადოსლავ სძევჩუკი (პოლონეთი), აშკარა უპირატესობით 17:9
გიორგი კურტანიძე – ალენ მირზოიანი (რუსეთი), აშკარა უპირატესობით – 0:8

72 კგ
რამაზ ზოიძე – ჩენგიზ არსლანი (თურქეთი) – 7:5
რამაზ ზოიძე – ჰრანტ კალაშიანი (სომხეთი), აშკარა უპირატესობით – 8:0

82 კგ
აივენგო რიკაძე – ჰასან ბასრი ილდიმი (თურქეთი) 1:1* პასიურობისთვის მსაჯმა პირველ პერიოდში ჰასან ბასრი ილდირიმი ჩააყენა პარტერში, მეორეში კი – აივენგო რიკაძე.

97 კგ
გიორგი მელია – მიხაილ იოსიფიდისი (საბერძნეთი) 5:1
გიორგი მელია – ვლადენ კოზლიუკი (უკრაინა) 8:4

ამრიგად, საღამოს საქართველოს ნაკრების 10 წევრიდან სულ მცირე 8 გააგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას, ხოლო მიეცემათ თუ არა რეპეშაჟიდან მედლებისთვის ბრძოლის შანსი გიორგი კურტანიძეს და აივენგო რიკაძეს რეპეშაჟიდან მედლებისთვის ბრძოლის შანსი იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ ალენ მირზოიანი და ჰასან ბასრი ილდირიმი ფინალში გავლენ.

ქართველ მოჭიდავეების მეტოქეები საღამოს ორთაბრძოლებში იქრებიან:

55 კგ, ფინალი, ნუგზარ წურწუმია – ფლორიან ტიტა (რუმინეთი)

60 კგ, ნახევარფინალი, ირაკლი ძიმისტარიშვილი – ქერემ ქემალი (თურქეთი)

63 კგ, ფინალი ლევან ქავჟარაძე – სლავიკ გალსტიანი (სომხეთი)

72 კგ, ნახევარფინალი, რამაზ ზოიძე – ხუან სებასტიან ააკი (ნორვეგია)

77 კგ, ბრინჯაოს მედლისთვის, ბექა მამუკაშვილი – ნასირ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

87 კგ, ფინალი, გურამ ხეცურიანი – გაზი ხალილოვი (რუსეთი)

97 კგ, ნახევარფინალი, გიორგი მელია – არიფ ნიფტულაევი (აზერბაიჯანი)

130 კგ, ფინალი, ზვიად პატარიძე – ლენარდ იშტვან ბერაი (რუმინეთი).

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...