A2 ბანერი
A2 ბანერი

23 სექტემბერს თელავში ანსამბლი “იალონი” კონცერტს გამართავს

NULL

23 სექტემბერს 16:00 საათზე თელავის სამუსიკო სკოლაში ანსამბლი ,,იალონი” კონცერტს გამართავს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ თელავის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

​ანსამბლი ,,იალონი” 2009 წლიდან აქტიურად ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობისა და ხალხური, ქალაქური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას. მოპოვებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გამოცემული აქვს სამი კომპაქტ და ერთი DVD დისკი.

​,,საქართველოს ფოლკლორის 2015-2016 წლების ეროვნულ ფესტივალზე” ,,იალონს“ მიენიჭა პირველი ადგილი, ნომინაციაში – ქალთა საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლი.

​2017 წელს, თბილისის საგუნდო მუსიკის კონკურსზე გუნდს მიენიჭა გრანპრი ქართულ ტრადიციული გალობაში, ხოლო პირველი ადგილი და ოქროს მედალი – ქართულ ხალხურ სიმღერაში.

​გუნდის ბოლო პროექტი იყო ,,ტრადიციული მუსიკის შემოქმედებით-საგანმანათლებლო ტურები საქართველოს რეგიონებში”, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში გუნდმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოლოკონცერტებითა და მასტერკლასებით ადგილობრივ გუნდებთან. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მომზადდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,ფოლკლორული ჩანახატები“.

​აღსანიშნავია ,,იალონის“ კონცერტებისა და მასტერკლასების ციკლი ჰოლანდიის ოთხ ქალაქში, გუნდ ,,ოქტოიხის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალის ფარგლებში.

​2018 წლიდან ,,იალონი“ თანამშრომლობს ლონდონის Rose Bruford-ის დრამისა და თეატრის კოლეჯთან, ქართული პოლიფონიის შემსწავლელ ანსამბლ ,,მასპინძელთან“ და კემბრიჯის გუნდ ,,ჩელასთან“ – სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისა და ქართული მუსიკის მოყვარულებისათვის გამოცდილების გაზიარების, მასტერკლასებისა და ერთობლივი კონცერტების ჩატარების სახით.

​ანსამბლი ,,იალონი“, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით, მუშაობს რიგით მეოთხე კომპაქტდისკის ჩაწერაზე. , 15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა”. ექვსი თბილისური ანსამბლი – „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ – საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.

​ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

ახმეტაში 12 ნოემბერს გაუჩინარებული 86 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ე.წ. სათიანოს დასახლებაში მცხოვრები ნიკო გუშკაშვილის ცხედარს ხუთდღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად…

სამტრედიაში გიორგი ნიკოლაძის 130 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

დღეს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, გიორგი ნიკოლაძის 130 წლისადმი…

“კარავი და არა ნაძვის ხე” – ბათუმში ზაზა სარალიძისა და მალხაზ…

"კარავი და არა ნაძვის ხე, სოლიდარობა შვილმოკლულ მამებს" -ლოზუნგით მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმში. არასამთავრობო…

კახეთში ხმაურის საზომი მოწყობილობა მხოლოდ ლაგოდეხსა და თელავს აქვს

საქართველოს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პირველი ივლისიდან…

ახმეტაში, სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევის ბრალდებით ერთი პირი…

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევის სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ…

ახმეტაში, სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დაარბიეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გვიან ღამით საჯარო სკოლის კარი გატეხეს…

დავით სერგეენკო ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრმა დავით…

ლაშა კომახიძემ ბოტანიკურ ბაღში ფონდ “ქართუს” მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული…

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის ბოტანიკური ბაღის…

“დაიცავი საქართველოს” ლიდერი: რთული სიტუაციაა, ამის შემობრუნება ძალიან…

"დაიცავი საქართველოს" ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, რათა არ დაბრუნდეს ის უბედურება რაც უკავშირდება სააკაშვილის…

“ნაცმოძრაობა”: თეთრ ხიდზე სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, მერიამ ფული…

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ხელისუფლება თეთრი ხიდის…
კომენტარები
იტვირთება...