23 ივლისს წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს თელავიც შეუერთდა

თელავის ცენტრალურ მოედანზე მდებარე სკვერში ”სამოქალაქო მოძრაობის” ინიციატივით წიგნის კითხვის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

“23 ივლისი უკვე 4 წელია ტრადიციულად კითხვის დღედ არის გამოცხადებული. თელავში წელს ამ ღონისძიებას “სამოქალაქო მოძრაობის” ახლაგაზრდებიც ვუერთდებით და გვსურს, სიმბოლური აქტით კიდევ ერთელ ვთქვათ მრავალჯერ თქმული ლიტერატურის მნიშვნელობა, თუ რამხელა გარდამტეხი როლის თამაში შეუძლია წიგნს ინდივიდის ჩამოყალიბებაში და რომ მომავალმა თაობებმა არ უნდა დავივიწყოთ ეს” – განუცხადა “აიპრეს” “სამოქალქო მოძრაობის” მოხალისე ანა ჯანელიძემ.
კომენტარები
იტვირთება...