23 ინფიცირებული 24 საათში – ინფიცირებულთა ასეთი მცირე რაოდენობა სომხეთში ბოლოს 10 აპრილს იყო დაფიქსირებული

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დაფიქსირდა 202-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

ინფიცირების შემთხვევების ოფიციალურად დადასტურებული რაოდენობის ასეთი მკვეთრი ვარდნა ნაწილობრივ ჩატარებული ტესტების მცირე რაოდენობით აიხსნება. 9 აგვისტოს 1576 ტესტის ჩატარების შედეგად დადგინდა 225 ინფიცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-7 ტესტი იყო დადებითი, დღევანდელი 23 ინფიცირება კი 340 ტესტით დადგინდა ანუ ჩატარებული ტესტებიდან ყოველი მე-15 აღმოჩნდა დადებითი.

ინფიცირებულთა უფრო მცირე რაოდენობა სომხეთში ბოლოს 10 აპრილს იყო დაფიქსირებული.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 40 433 კაცს დაუდგინდა კოვიდინფიცირება.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 13662-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა, 1-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს. გარდაცვლილთა შორის სამი ქალია (73, 82 და 85 წლის) და 2 კაცი (67 და 81 წლის).

სულ, სომხეთში კორონავირუსით 796 კაცია გარდაცვლილი.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,97%-ია, ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 269.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 228 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 32616 კაცი – 80,67%, ხოლო 6 793 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 176 354 ტესტირება ჩატარდა – 59 474 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

სომხეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 25542-დან 38550-მდე, 13 008-ით ანუ 51%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 443-დან 738-მდე, 295-ით ანუ 40%-ით გაიზარდა.

სომხეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 420 ინფიცირება და 9,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ათი დღის საშუალო კი 188 ინფიცირება და 5,8 გარდაცვალებაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად