23 გარდაცვლილი და 13,000 ჰოსპიტალიზებული ადამიანი – ძლიერი სიცხე იაპონიაში

იაპონიაში ბოლო კვირების განმავლობაში სიცხის შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 ათასზე მეტი კი დაზარალდა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკა 5 აგვისტოდან არსებულ მონაცემებს მოიცავს. მსხვერპლი იაპონიის 20 პრეფექტურაში დაფიქსირდა. ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლით ტოკიო ლიდერობს, სადაც სამედიცინო დაწესებულებაში 1465 ადამიანი გადაიყვანეს. ქალაქ საიტამას საავადმყოფოში 977 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოსაკაში -897.
უკვე მეორე კვირაა, რაც საავადმყოფოში ათასობით ადამიანი გადაიყვანეს. 29 ივლისიდან 4 აგვისტომდე სამედიცინო დახმარება 18 ათასზე მეტ ადამიანს დასჭირდა.

დაახლოებით 400 პაციენტს ისეთი სიმპტომები აქვს, რომელთა მოგვარებას მინიმუმ სამი კვირა დასჭირდება, ხოლო 4,5 ათასი პაციენტის რეაბილიტაციას შედარებით ნაკლები დრო სჭირდება.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, დაზარალებულთა ნახევარზე მეტი (54.9%) 65 წლის ან უფროსი ასაკის ადამიანია. 22-დან 28 ივლისის ჩათვლით, იაპონიაში სიცხის გამო 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5,6 ათასი ჰოსპიტალიზირებულია.
ივლისის ბოლოს მეტეოროლოგებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში წვიმიანი სეზონი დასრულდა. მათი ცნობით, ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმ +32–35 გრადუსს აღწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად