ხვალ, საქართველოში პირველად ეროვნული ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ჩატარდება

23 აპრილს, საქართველოში პირველად ტარდება ეროვნული ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირი დახურული ტიპისაა და მასში მხოლოდ დებულებით განსზღვრულ მოჭადრაკეებს აქვთ მონაწილეობის უფლება. ტურნირში მონაწილებას მიიღებს 100-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 50-მდე საერთაშორისო დიდოსტატი და ოსტატი.

ფოთის საჭადრაკო კლუბიდან ჩემპიონატში იასპარეზებენ 2019 წლის საქართველოს ჩემპიონები – ელენე წოწონავა და დიანა ლომაია. ასევე შესარჩევი ტურნირებიდან ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს აკაკი ყალიჩავამ და გიორგი გამზარდიამ.

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს და მისი გენერალური სპონსორია სოკარ ენერჯი ჯორჯია.
ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 17 ტურად. დროის კონტროლი 1 წუთი ყოველ სვლაზე 1 წამის დამატებით.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად