23-29 მაისის კორონავირუსით გარდაცვალების და ინფიცირების შემთხვევების სტატისტიკა მსოფლიოში, საქართველოში და მის მოსაზღვრე ქვეყნებში

კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ სტატისტიკური მიმოხილვისას გამოყენებულია “worldometers.info”-ზე არსებული ცხრილები და დიაგრამები და “ft.com”-ის (Financial Times) “კოვიდ-ტრეკერები” და საქართველოს და მისი მოსაზღვრე ქვეყნების მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ არსებული ბოლო მონაცემები

მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობის 7 დღის მცოცავი საშუალო სიდიდის მიხედვით, 29 მაისის თბილისის დროით 22:00 საათისთვის ყველაზე წინ შვედეთი აღმოჩნდა. შვედეთში 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით 425 კაცი გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის საშუალო დღიური მაჩვენებელი შვედეთის ყოველ მილიონ მაცხოვრებელზე (სულ შვედეთში ცხოვრობს 10 093 573 კაცი) 6,02-ის ტოლია.
 
ანალოგიური მაჩვენებელი სომხეთისთვის (მოსახლეობა 2 959 500 კაცი), სადაც კვირის განმავლობაში გარდაიცვალა 46 კაცი, შეადგენს 2,22-ს, რუსეთისთვის (მოსახლეობა 146 745 018 კაცი), სადაც კვირის განმავლობაში გარდაიცვალა 1125 კაცი – 1,10-ს, თურქეთისთვის (მოსახლეობა 83 154 887 კაცი), სადაც კვირის განმავლობაში გარდაიცვალა 213 კაცი – 0, 37-ს, აზერბაიჯანისთვის (მოსახლეობა 10 073 200 კაცი), სადაც კვირის განმავლობაში გარდაიცვალა 12 კაცი – 0,17-ს, ხოლო საქართველოსთვის (მოსახლეობა 2, 717 900 კაცი), სადაც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა 15 მაისიდან არ დაფიქსირებულა – 0, 00-ს.
 
აღნიშნული ქვეყნების მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობის 7 დღის მცოცავი საშუალო სიდიდის ცვალებადობა საშუალო 0,1 გარდაცვალების დაფიქსირებიდან 28 მაისის ჩათვლით პერიოდის განმავლობაში ნაჩვენებია ქვემოთმოტანილ “ft.com”-ის “კოვიდ-ტრეკერზე”


 
მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, 18 303 ინფიცირების შემთხვევით ყოველ მილიონზე, მსოფლიოში პირველ ადგილზეა კატარი. მილიონ მაცხოვრებელზე 3 ინფიცირების შემთხვევის დაფიქსირების დღიდან 28 მაისის ჩათვლით პერიოდში მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ცვალებადობა კატარში, საქართველოში და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ასახულია ქვემოთმოტანილ “ft.com”-ის “კოვიდ-ტრეკერზე”


 
მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობრივი მაჩვენებლები (24-29 მაისის პერიოდის) კი ასეთია:
 
კატარი – 18 394
სომხეთი – 2 932
რუსეთი – 2641
თურქეთი – 1936
აზერბაიჯანი – 472
საქართველო – 201
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად