23 -24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება:

22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 23 მაისს ზოგან ძალიან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

🌡 23 -24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად