23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.  gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3  მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 ხვალ, 23 აგვისტოს, გლდანის მე-2 მიკრორაიონში კომპანია განახლებულ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.  მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

 სამუშაოების მიმდინარეობისას, ხვალ, 23 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან 24 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 გლდანის მე-7 მ/რ-ს N10-12 კორპუსებს, მე-5 მ/რ-ს N12-21 კორპუსებს და მე-6 მ/რ-ს.

ხიზანიშვილის, ჯაბიძის და მიმდებარე ქუჩებს.

 ხოლო, 24 აგვისტოს, ურდულები დამონტაჟდება ხიზანიშვილის  ქუჩაზე, N108 კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულთან დაკავშირებით 24 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან 25 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 გლდანის მე-2 და მე-4 მიკრორაიონებს.

 წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციასჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებსდეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელიაკომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...