9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი-თბილისის აეროპორტში აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამერიკის შეერთბული შტატების მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული . . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაშენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ..- საქართველოში რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა. დაკავებულის პირადი ნივთების ჩხრეკისას 229 შეკვრად დაფასოებულიჰეროინი”, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 101 აბი და 9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკია ამოღებული, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაშენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-  და 262- მუხლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამიჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამიკოკაინი“, 12 ათასამდე აბისუბუტექსიდასუბოქსინი“, 3 კილოგრამამდემდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი”, – ნათქვამია გავრცლეებულ ინფორმაციაში.

 

 

, რომელსა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად