221 კოვიდინფიცირებული და 7 გარდაცვლილი 24 საათში – ბელარუსში ინფიცირების შემთხვევები იკლებს, გარდაცვალების კი, პირიქით

განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას, ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო “ბელტა” ავრცელებს

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 221 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შძედარებით 22-ით მეტი.

სულ, ბელარუსში, 28 თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 64 224 კაცს.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა, იმდენივე, რამდენიც წინა დღეს. ასეთი რაოდენობით კორონავირუსიანთა გარდაცვალება ბელარუსისთვის რეკორდულია და დღეს მესვიდედ დაფიქსირდა.

სულ, ბელარუსში, 31 მარტიდან დღემდე, 443 კაცია გარდაცვლილი კორონავირუსით.

ბელარუსში, ოფიციალურად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევიდან 31-ე დღეს, 29 მარტს, დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მაქსიმუმი დაფიქსირდა და ამის შემდეგ, 30 მაისამდე პერიოდში, ერთეული შემთხვევები იყო ინფიცირების 900 ნაკლები ინფიცირებულის გამოვლენის, 30 მაისიდან დაწყებული კლების შემდეგ კი გუშინ 199-ზე ჩამოვიდა დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა.

ბოლო კვირის განმავლობაში ბელარუსში 1800 ინფიცირებული გამოვლინდა. კლებამ მის წინა კვირასთან შედარებით შეადგინა 679 კაცი.

ბელარუსში, კორონავირუსით დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა, არცერთხელ არ ასცდენია 7-ს, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში ასეთი შედეგი 4-ჯერ დაფიქსირდა და სულ კვირის მაჩვენებელმა (45 გარდაცვლილი) მის წინა კვირის ანალოგიურ მაჩვენებელს (36 გარდაცვლილი) 9-ით გადააჭარბა.

ინფიციერების შემთხვევების აბსოლუტური რაოდენობით ბელარუსი ევროპაში მე-9, კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობით კი 22-ე ადგილზეა.

მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით (6 797), იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც მილიონს აღემატება, ბელარუსი ევროპაში მესამე ადგილზეა სომხეთის და შვედეთის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით კი (47) 25-ე. ბელარუსის მეზობელი ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთშია მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა უფრო მაღალი (73) რაოდენობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად