221 კორონავირუსით გარდაცვლილი 24 საათში – ირანი 7 ივლისის ანტირეკორდს აუმჯობესებს

ირანული სააგენტო “irna.ir”, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე სიმა სადათ ლარის მიერ პრეს-კონფერენციაზე, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკის შესახებ მოყვანილ მონაცემებს ავრცელებს .

ირანში, განვლილ 24 საათში 2079 კაცი დაინფიცირდა კორონავირუსით, გუშინდელთან შედარებით 612-ით ნაკლები.

სულ, ირანში 19 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 250 458 კაცს.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 221 კაცი გარდაიცვალა, 7 ივლისის რეკორდულ რაოდენობაზე 21-ით მეტი.

სულ, ირანში 19 თებერვლიდან დღემდე 12 305 კაცია გარდაცვლილი კორონავირუსით.

ინფიციერების შემთხვევების აბსოლუტური რაოდენობით ირანი მსოფლიოში მე-10, კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობით კი მე-9 ადგილზეა.

ირანი იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებშიც კორონავირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად იყო შეფერხებული და მაისში, ეკონომიკის სწრაფად აღდგენის მიზნით მთავრობის მიერ საკარანტინე ზომების როგორც აღმოჩნდა, ნაჩქარევი შემსუბუქების შედეგად, ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ სწრაფად იწყო გაუარესება.

https://ipress.ge/new/153-gardatsvlili-da-2691-inphitsirebuli-24-saathshi-iranshi-koronavirusith-gardatsvalebis-da-inphitsirebis-shemthkhvevebi-matulobs/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად