22 სექტემბერს ანსამბლი “დიდგორის” საიუბილეო კონცერტი გაიმართება

22 სექტემბერს ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” ანსამბლ „დიდგორს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტს უმასპინძლებს.

კონცერტზე ანსამბლის წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს შეასრულებენ, რომელთაგან ბევრი დიდგორის რეპერტუარის განუყოფელ ნაწილად იქცა. ასევე, შესრულდება სიმღერები, რომლებიც სოციალურ ქსელში დიდგორის მსმენელთა მიერ შეირჩა.

ანსამბლმა არაერთი სოლო კონცერტი გამართა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, რუსეთი, უზბეკეთი, ჩეხეთი, ლატვია და კანადა). გამოსცა სამი აუდიო ალბომი. მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში.

2015 წელს ანსამბლს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ფონდი ქართული გალობის ჯილდო და სიგელი გადაეცა.
დიდგორი საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ადგილის პრიზიორია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად